შესაძლოა, “ბარსელონას” გულშემატკივრებს მუნირ ელ ჰადადი აღარც ახსოვთ, მაგრამ “ალავესში” განათხოვრებული 22 წლის თავდამსხმელი შედეგიან თამაშს განაგრძობს და კატალონიური კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს.
მუნირი “ალავესის” ლიდერია როგორც გატანილ გოლებში (13), ასევე საგოლე გადაცემებში (7). აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც მუნირს გოლი გააქვს, “ალავესი” არ აგებს.
პრიმერას გასულ ტურში, “ლას პალმასთან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში, პირველი 2 გოლი სწორედ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა გაიტანა.
ფეხბურთელის კარგ ფორმაში ყოფნა “ბარსელონას” მესვეურებს არ გამორჩენიათ. კატალონიელებს სურთ, მუნირთან 2019 წლამდე მოქმედი კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივონ. ასეთ შემთხვევაში, კლუბს ფეხბურთელის ბედის გადასაწყვეტად მეტი დრო ექნება და მისი გაყიდვის შემთხვევაში, უფრო მეტს თანხასაც მიიღებს.
ბარსაში რა ვთქვა მაგრამ უფრო დიდ კლუბს იმსახურებს
ალკასერს ისევ ეს ჯობს მგონი .. და არნაისი დააწინაურეთო , სად წავიდა ვაბშე ეგ იგროკი.. მუნირზე დიდია და სეგუნდაშიც ვერ ქაჩავს სათანადო დონეზე :სდდ
არ გვჭირდება. არნაისს უნდა მიეცეს შანსი
ამ ბიჭის გამფორმებელის დედაც **** გაანებეთ გაყიდეთ დაივიწყეთ
კი ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ამ ფორმაციის ბარსაში რომ მოიყვანონ მინას სიტუაცია აღმოჩნდება განაცხადშიც არშეიყვანენ მატჩების 95%-ში
მუნირი მშვენივრად თამაშობს, ჩემი ბიჭი ცხოვრობს ვიტორიაში და აბონემენტიც აქვს ალავესის თამაშებზე, ყოველ გატანილ გოლზე ვეკაეფები ხოლმე, "მუნირი დააბრუნეთ ბიჭო." ისე შენგელიაც მაგ ქალაქშია ვიტორიას კერამიკში…
მუნირი დაფრინავს
ე მუნირი ნახე