არბიტრთა კომიტეტმა “სელტასთან” მატჩის ეპიზოდი განიხილა, რომელშიც სერჟი რობერტომ წესები დაარღვია და მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო. გადაწყდა, რომ “ბარსელონას” უნივერსალი ფეხბურთელი ერთ თამაშს გამოტოვებს.
ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ რობერტომ შეაჩერა ოპონენტი, რომელიც კარისკენ მიიწევდა და საგოლე მომენტს ქმნიდა.
ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას “ბარსა” “დეპორტივოსთან”, 29 აპრილს გამართავს.



დეპორს მოვუგებთ ისედაც.სერხი მჯერა კარგად ითამაშებს სხვა მატჩებში
მოკლედ ვეგნერი პსგ ში წავა ენრიკე არსენალში და ემერი ალბათ ლას პალმასში :დდდ გააგდებენ მწვრთნელს ლა ლიგოდან გავარდნის გამო
დაისვენებს არა უშავს
კლასიკოზე სემოდო უნდა იყოს სუპერ თასზე მარსელო არ გაახარა ტიპმა
ეგ რა სათქმელია :)) სუპერთასზე რეალმა არ გაახარა ბარსა ცალკარა იყო .მესმის წააგო და თქვა მაგრამ ასეთი თამაშის მერე რომელ არ გახარებაზე ან თანაბრად თამაშზეა საუბარი :))))
კარგია რომ კლასიკოზე იქნება. სერხის ნაირი უნივერსალი ყოველთვის საჭიროა.