ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი “ბარსელონაში” გატარებულ 2000/01 წლების სეზონს იხსენებს და ამბობს, რომ კლუბში ერთიანობის ნაკლებობის გამო მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო.
“ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ვნანობ, არის ის, რომ “არსენალი” “ბარსელონაში” გავცვალე.
ამ გუნდის გასახდელში ერთიანობა არ იყო. გუნდი ჯგუფებად იყო დაყოფილი, კატალონიელებად, ჰოლანდიელებად და დანარჩენებად. როცა კლუბში პირველად მივედი, ფეხბურთელები არც კი მომსალმებიან”. – აცხადებს პეტი.
ის სეზონი “ბარსელონასთვის” ერთ-ერთი ყველაზე უნაყოფო იყო. კლუბი ლა ლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა, უეფას თასზე კი ნახევარფინალში გავიდა, ისევე როგორც კოპა დელ რეიზე.




Ar gaatarot pliz
არა ბრატ შეცდომაა ახლა ვნახე 1 ნახევარფინალი 10 ივლისაა მეორე თერთმეტში 22-00-ზე
ახლა უკვე გვიანია გვიანია