მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩი: დუბლის მოგება დიდი წარმატება იქნება

რაკიტიჩი: დუბლის მოგება დიდი წარმატება იქნება

“სევილიასთან” მატჩის წინ, ივან რაკიტიჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ “ბარსელონა” დუბლის მოგებას შეძლებს, სეზონი ცუდად არ ჩაითვლება. 

“გვსურს, ისტორიის წერა გავაგრძელოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ხვალ ჩვენ რთული მეტოქე გვეყოლება ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სახით და თუ ტურნირს მოვიგებთ, ამას დიდი ფასი ექნება, დუბლის მოგებას კი – ორმაგი ფასი. 

“ბარსელონაში” თამაშის პერიოდში კოპა დელ რეის ყველა გათამაშება მოვიგე და ახლაც ამის გაკეთებაზე ვფიქრობ”. – თქვა რაკიტიჩმა. 

ხორვატმა ნახევარმცველმა კომენტარი ანდრეს ინიესტას შესაძლო წასვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა. 

“როგორც დიდი მეგობარი, მის გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ, მაგრამ ვფიქრობ, ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ, სანამ ის თვითონ არ გაამხელს გადაწყვეტილებას და მიზეზსაც ახსნის”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 21 აპრ 2018, 12:17

    რაკიტიჩი მჯერა კარგად ითამაშებს.ეს კაცი იმ სამუშაოს რასაც ვალვერდე ავალებს 100%ით ასრულებს და მეტი რა ქნას.რაკეტა არაა ცენტრალური საყრდენი უფროა და საყრდენს დრიბლინგების კეთებას ვერ მოვთხოვთ.მე მევასება რაკიტიჩი

  • messi and iniesta
    schedule 20 აპრ 2018, 20:14

    როგორც დიდი მეგობარი, მის გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ, მაგრამ ვფიქრობ, ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ, სანამ ის თვითონ არ გაამხელს გადაწყვეტილებას და მიზეზსაც ახსნის".

    ბრაო რაკის მაგარი კაცია კაი განცხადება გააკეთა მაგრა მევასა