workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიდევ ერთი წარმატება

კიდევ ერთი წარმატება

გუშინ “ბარსელონა ბ” –მ სეგუნდა დივიზიონში 27–ე ტურის მატჩი გამართა “კორდობას” წინააღმდეგ და დამაჯერებლად იმარჯვა ანგარიშით 4:1. ეს იყო ზედიზედ მეორე გამარჯვება “სეგუნდა დივიზონში”, წინა ტურში გასვლაზე კატალონიელებმა “საკალათბურთო ანგარიშით” 4:6 იმარჯვეს, ახლა კი სახლში 4:1 დაამარცხეს მეტოქე, აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს შეგირდებს შეტევაში ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ, ორ მატჩში მათ 10 ბურთის გატანა მოახერხეს. 

პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა, შემდეგი დაწყებისთანავე 48 – ე წუთზე ანგარიში სორიანომ გახსნა, უსერომ მალევე გაათანაბრა ანგარიში 50– ე წუთზე. ანგარიშის შენარჩუნება სურდათ “კორდობას” ფეხბურთელებს, მაგრამ კატალონიელებმა ამის შანსი მათ არ მისცეს, იგივე უსერომ მალე “დუბლი” შეასრულა, ოღონდ ბურთი არა მოწინააღმდეგეს, არამედ საკუთარ კარებში გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა, ამის შემდეგ კატალონიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და სორიანომ და გარისამ მატჩში წერტილი დასვეს. საბოლოოდ მორიგი სამი ქულა მიითვალეს თავის ანგარიშზე კატალონიელებმა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა აშკარად გამოისწორეს. 

მატჩის მიმოხილვა: 

[media=http://www.youtube.com/watch?v=OOQS4Da73Ds]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში