მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნოლიტო: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია

ნოლიტო: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია

“სევილიას” ფორვარდი, ნოლიტო, Sport-თან ინტერვიუში მოახლოებულ კოპა დელ რეის ფინალზე საუბრობს. 

“შეიძლება, “ბარსელონა” ყველაზე რთულ ოპონენტად ჩავთვალოთ, თუმცა ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ბარსა” ფავორიტია, მაგრამ მათი დამარცხება თავისუფლად შეგვიძლია. ამ გუნდთან გამარჯვება უდიდესი მიღწევაა, ასეთი ტურნირის ფინალში კი ამას ორმაგი ფასი აქვს. კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, რადგან ფინალში არასდროს მითამაშია, ასე რომ განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ”. 

ნოლიტოს კარიერის გარკვეული პერიოდი ბარსელონაშიც აქვს გატარებული. 2008-11 წლებში ის სარეზერვო გუნდში გამოდიოდა, 2010/11 წლების სეზონში კი რამდენიმე შეხვედრა ძირითად გუნდშიც ჩაატარა. ამის შემდეგ ის “ბენფიკაში” გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელი იხსენებს, რომ ორი წლის წინ, როცა “სელტას” წევრი იყო, მას კატალონიაში დაბრუნების შანსი ჰქონდა, თუმცა ეს არ მოხდა. 

“ბარსელონა” ჩემს მიმართ ინტერესს გამოხატავდა, მაგრამ ბოლოს “მანჩესტერ სიტიში” გადავედი. რთული არჩევანის გაკეთება მიწევდა, რომელშიც ჩემი ოჯახის, აგენტის და ყველას აზრი უნდა გამეთვალისწინებინა. საუკეთესო ვარიანტად “სიტი” ჩავთვალეთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 21 აპრ 2018, 11:20

    უეჭველი ვიგებთ კოპას.მჯერა ვალვერდეს ბარსა სანახაობრივ დაბალანსებულ და კომბინაციურ ფეხბურთს ითამაშებს.დაცვაშიც ნახ.დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგები ვიქნებით.

  • messi and iniesta
    schedule 19 აპრ 2018, 18:47

    fexburtsi yvelaferi xdeba magram xval finals barsa igebs