“არ შემიძლია წარმოვიდგინო ჩემი თავი სხვა კლუბში, ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კონტრაქტის გახანგძლივება ორივე მხარეზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ჩემს თამაშს. ვცდილობ, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო და გუნდისათვის უფრო მეტად სარგებლიანი ვიყო”.
“მალიორკასთან” გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. თუ არ ჩავთვლით პირველ წუთებს გუნდმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა მატჩი. დაცვაში ყველა ფეხბურთლი შეუდარებელი იყო, მათ შორის ადრიანოც, ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, მას ორივე ფლანგზე კარგად შეუძლია თამაში, გუნდისათვის საკმაოდ გამოსადეგი ფეხბურთელია”.
“ჩვენ მადრიდელებისაგან განსხვავებით უფრო კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით, 7 ქულით ვუსწრებთ მეტოქეს, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. 13 ტური არის დარჩენილი, ამიტომაც თითოეულ მათგანზე კონცენტრირება გვმართებს”.
“ჩვენს გუნდს “ბარსელონა” ქვია, მაშასადამე ჩვენ ჩვენს საკუთარ თავს და სტილს არ უნდა ვუღალატოთ. “ბარსელონა” ყოველთვის ასეთი იქნება, როგორიც ახლაა, ვგულისხმობ სათამაშო ფილოსოფიას. სწორედ ამიტომაც “ბარსელონა” მეტია ვიდრე უბრალოდ გუნდი”.
