სევილიის სასტუმროში ყოფნისას, “ბარსელონას” ფეხბურთელებს მარკ ბარტრა ეწვია. ცენტრალურმა მცველმა ძველ მეგობრებთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: “ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კიდევ ერთხელ ვნახე. წარმატებები დღევანდელ მატჩში!”
ბარტრამ კატალონიური კლუბი 2016 წელს დატოვა და დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავიდა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი “ბარსას” დღევანდელი მეტოქის, “სევილიას” ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგის, “ბეტისის” რიგებს შეუერთდა.
კარგ დროს წამოსულხარ რადგან შენი გუნდი 4-ნოლს აგება პირველ ტაიმს