workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში ახალი მაისურებით

ვარჯიში ახალი მაისურებით

“ბარსელონამ” ახალი მაისურებით დაიწყო ვარჯიში. ეს ვარჯიში “მალიორკასთან” თამაშის შემდეგ იყო პირველი მთელი შემადგენლობით. 

ვარჯიშზე 20 ფეხბურთელი იმყოფებოდა, 18 პირველი გუნდის ფეხბურთელი, ხოლო 2 მეორე გუნდის: ნოლიტო და მეკარე მინიო. ფეხბურთელები შემდეგი თამაშისათვის ემზადებიან, რომელიც “ვალენსიას” წინააღმდეგ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით ხუთშაბათს ღამის 1 საათზე გაიმართება.

დაუბრუნდნენ ვარჯიშს ჩავი,ხეფრენი ისინი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. ხოლო პუიოლი და ვალდესი გამოყოფილად, მათ სრული დატვირთვით არ უვარჯიშიათ.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებმა ახალი ფორმებით ივარჯიშეს, რომელზედაც დატანებული არის რეკლამა “ყატარ ფოუნდიშენ”. 

შემდეგი ვარჯიში გაიმართება სამშაბათს ანუ ხვალ ადგილობრივი დროით 11 საათზე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში