“აიაქსის” მცველი, მატიას დე ლიგტი “ბარსელონას” უარით გაისტუმრებს. როგორც იცით, ლა ლიგის მოქმედი ლიდერები ახალგაზრდა მოთამაშით არიან დაინტერესებულნი.
Le 10 Sport-ის ინფორმაციით, 18 წლის მოთამაშე, რომელმაც “აიაქსთან” კონტრაქტი წინა წლის ზაფხულში გაახანგრძლივა, ჰოლანდიური გრანდის ღირსების დაცვას მომდევნო სეზონშიც აპირებს.
პერსპექტიული მცველი მიიჩნევს, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა პროგრესში ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს.

სწორიც არის. სამომავლოდ მშვენიერი იქნებოდა ეს ბიჭი მარა ჯერ ადრეა. 18 წლის მცველის იმედზე როგორ ვიყოთ. თან სათამაშო დრო უნდა. ჯობს ბარსამ რამენაირად ამის ტრანსფერზე პრიორიტეტი მოიპოვოს. ვერტონგენივით რო არ დავკარგოთ.
უნტიტი დარჩეს და ეს არც გვინდა