როგორც იცით, “ბარსელონა” “აიაქსის” ცენტრალური მცველით, მატიას დე ლიგტითაა დაინტერესებული. Sport-ის ინფორმაციით, ამსტერდამული კლუბი კატალონიური გრანდის 18 წლის სამიზნეს 60 მილიონ ევროდ აფასებს.
მაღალი სატრანსფერო ღირებულების გარდა ტრანსფერს კიდევ ერთი დეტალი ართულებს – ჰოლანდიელ ახალგაზრდას მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.
თქვენ უკვე იცით, რომ მატიასი რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას ეწვია. “აიაქსისა” და “ბლაუგრანას” ყოფილმა ფორვარდმა, პატრიკ კლუივერტმა ოფიციალურ Instagram-ზე თავის ვაჟებსა (ჯასტინი და შეინი) და დე ლიგტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.


მეც მეეჭვება. ფასია ჯერ ძალიან სულელური. 18 წლის ბავშვია ჯერ, თან მცველი, რაის 60 ტო. 30 ზე მეტის გადახდა სისულელეა. არავინ იცის სადამდე მოახერხებს პროგრესირებას. თუ იაფად გასხვისებას დათანხმდებიან ღირს ყიდვა და ერთI 2 წლით ისევ აიასში დატოვებას თორე სანამ პიკე ჯერ ხოდზეა ეს სათამაშო დროს ვერ მიიღებს. 2-3 წელიწადში ბაზარი არაა.
არა მგონია ეს ვიყიდოთ