რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ გადაწყდა, რომ ხიხონის “სპორტინგმა” “ბარსელონას” 1.25 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
საქმე ორივე კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, ალბერტო ბოტიას ეხება. “სპორტინგმა” ის კატალონიური გუნდიდან 2009 წელს, იჯარის წესით დაიმატა, შემდეგ კი გამოისყიდა. “ბარსამ” უფლება დაიტოვა, ბოტიას შემდეგ ტრანსფერში გადახდილი თანხის 30% მიეღო. 3 წლის შემდეგ, როცა ხიხონელებმა ფეხბურთელი “სევილიაში” გაუშვეს, “ბარსელონასთვის” კუთვნილი ფული არ გადაუხდიათ.
ალბერტო ბოტია ამჟამად “ოლიმპიაკოსში” თამაშობს და მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, “ბლაუგრანას” 2-ჯერ დაუპირისპირდა.




აუ ამდენი ფული მოგვცეს დავაი ვინმე მაგარი ვიყიდოთ 🙂
ხოდა მაგ ფასად გრიზის ბუცები იყიდეთ 😀
ხოოო მაგი არ არის კაი ამბავი, ბართომეუს ადგილზე შიმშილობას გამოვაცხადებდი სანამ კუთვნილ თანხას არ გადმორიცხავდა გაუბედურებული სპორტინგი
სად აქვთ ამათ ამდენი თანხა დდდ