იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში “სამპდორია” “ინტერს” დაუპირისპირდა. მილანელებმა ლუიჯი ფერარისის სახელობის სტადიონზე მასპინძელ გუნდს 5:0 სძლიეს.
“ნერაძურის” ლიდერმა, მაურო იკარდიმ აღნიშნულ მატჩში პოკერი გაიფორმა და სერია ა-ში 22-გოლიან ნიშნულს მიაღწია.
“ოქროს ბუცის” რეიტინგში არგენტინელ ფორვარდს 44 ქულა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მან ლუის სუარესსა და სერხიო აგუეროს გადაასწრო, რომელთა ანგარიშზეც 42-ია.
სამწუხაროდ, “ბარსელონას” ცხრიანს ამ კვირაში საკუთარი შედეგის გაუმჯობესების საშუალება დისკვალიფიკაციის გამო არ მიეცემა. ის “ატლეტიკთან” დაპირისპირებას ტოვებს.
არგენტინის ნაკრებსი მიიწვიეს თუ იცით
დდდდდდდდდდდდდდდდ
Daikide luis sauketeso st xatrrrrrrrr