დღევანდელი დღე “ბარსელონას” ისტორიულ მატჩებს უკავშირდება. 1901 წლის 17 მარტს, “ტარაგონას” წინააღმდეგ, კატალონიურმა გრანდმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი გამარჯვება მოიპოვა. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მეტოქე 18:0 დაამარცხეს.
1976 წლის 17 მარტს, უეფას თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში “ბარსელონამ” და “ლევსკიმ” გოლების ფესტივალი მოაწყეს. შეხვედრის მე-10 წუთზე სოფიელები 2-ბურთიანი უპირატესობით ლიდერობდნენ, თუმცა შეხვედრის დასრულებიდან 15 წუთით ადრე “ბლაუგრანამ” წინ გასვლა მოახერხა – 4:3.
მიუხედავად ამისა, შეხვედრა ბულგარული კლუბის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც უკანასკნელ წუთებში 2 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოო ჯამში, მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც “ბარსელონამ” მოახერხა, ვინაიდან, კატალონიელებმა 2 კვირით ადრე მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

აუ რა კარგად მახსოვს ეს დღე დდდ
ეგ რა გავიგე მართლა არ ვიცოდი
1901 წელს ხიმნასტიკი სამოყვარულო გუნდი იყო.
პირველად გავიგე