“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ლეო მესის მიმართ (რომელმაც დუბლის შესრულება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა) საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“მესი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, ის მსოფლიოში საუკეთესოა. როცა მისი შექების საშუალება გაქვს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. ეს ის ადამიანია, რომელსაც სეზონში 60-ზე მეტი გოლის გატანა შეუძლია.
ვფიქრობ, საბოლოოდ დაფიქსირებული შედეგი სამართლიანი არ იყო. თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ ცუდად დავიწყეთ და ამან “ბარსელონას” გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ისიც აღსანიშნავია, რომ საგოლე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ბურთი ძელს 4-ჯერ მოხვდა.
ჩემი ფეხბურთელების გამოსვლით მაინც კმაყოფილი ვარ. მათ მოედანზე ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს”. – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



Q მოიცა ამხსნან ბანი,მივხედავ მაგათ.
პირველი არხის კომენტატორები არიან სუფთა შიბლები.მაგათი მოყვარულები გავხერხე.
კომენტატორებზე მართლა მაგრად მეშლება ნერვები. ეს სიმსივე მაინც იყოს ყველგან, იკაიფებს მაინც კაცი, რამხელა ემოციას დებს თამაში. ცოტა ზედმეტიც კი მოზდის ხანდახან. 🙂
კონტეე შე ძველოო
არა კკკარგი თამაში იყო
კიდე კაი მაგ დებილებს არ ვუსმენდი და რუსულ არხზე ვუყურე ;დდდდ იმენა ბოლო დონის ხისთავიანი კომენტატრები გვყავს ძაან ბანძები ;დ