“ბარსელონასთან” მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ანდრეს ინიესტას და ედენ აზარის შედარება სთხოვეს.
“საუბარი ორ განსხვავებულ მოთამაშეზეა. აზარი ტიპური ათიანია, ინიესტა კი ნახევარმცველი, რომელიც ყოველთვის თამაშის ცენტრშია და ბევრს ფიქრობს. ანდრესს ბევრი ტიტული აქვს მოგებული, აზარს კი ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ინიესტა ხვალ, მაგრამ ასეთ მატჩებში ერთმანეთს ყოველთვის საუკეთესოები უნდა დაუპირისპირდნენ, ასე რომ, მისი გამოკლება არ მინდა.
პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი “ბარსელონას” აძლევს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ “ჩელსიმ” შესანიშნავად ითამაშა. მათი დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ კატალონიელთა ფილოსოფიას ვიცნობ და ვიმედოვნებ, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე თავს არ დაზოგავენ”. – განაცხადა კონტემ.



იიიიიიი კონტეეეეეე შეაგდებს და ჩადგება ჯარში 11 კაცით
მოურინიო უფრო საზიზღარს თამაშობს თუ ატყობ ამ ჩელსიზე რატო გაქვთ გართულება,ერთადერთი გუნდია ვინც გვებრძვის მაინც
ინიესტა მოგისვრით კვლავ ხორებო
100%
ჯერ ვინც ეგ თხოვა წიხლით უნდა ცემო. ინიესტას აზარი კი არა მთელი ჩელსის ისტორია ვერ შეედრება