“ჩელსის” ფორვარდმა, ვილიანმა “კამპ ნოუზე” წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ხვალინდელი თამაში საკმაოდ რთული იქნება. სავარაუდოდ, “ბარსელონას” ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ექნება, ჩვენ კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იდეალურად უნდა ვითამაშოთ.
დაახლოებით იგივეს გაკეთებას ვაპირებთ, რაც “სტემფორდ ბრიჯზე” გავაკეთებთ. კატალონიელებს ბურთის დაჭერა უყვართ, შესაბამისად, როცა მას ჩვენ მივიღებთ, მაქსიმალურად შედეგიანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ხოლო როცა არ გვექნება – მოედანზე კომპაქტურად განვლაგდეთ. მთავარია, არ გავუშვათ და შემდეგ კონტრშეტევებით ვცადოთ გატანა.
“ბარსას” ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. განსაკუთრებით, ლეო მესი. ვიცით, თუ რა შეუძლია მას და ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ მოთამაშეს მოედანზე”. – განაცხადა ვილიანმა.



ვილიამ დილას ხოარ ჩამოჰკარი.თქვენ ისე მოიგებთ როგორც მე მარსზე გავფრინდები.
ჩემი ჩეიდევი ვილიამ.
ვაი შენს პატრონს
ზუსტად ასეთ იდეალურ თამაშზე ლაპრაკობდნენ პე-სე-ჟეს ფეხბურთელები, რეალთან თამაშამდე :))
goli gagvitana da gatamamda xle
უოტფორდთან და ბორნმუთთან რომ ითამაშეთ ისე ჰქმენით ჩვენთანაც და მოიგებთ:))