“ბარსელონას” პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში, რომელიც კატალონიური გუნდის გულშემატკივართა სტვენის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თავის ყოფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავს ცუდად გრძნობს.
“მოედანზე თავს კარგად არ ვგრძნობ. სიამოვნებას ვერ ვიღებ იმისგან, რასაც ვაკეთებ.
პირველი 6 თვე ძალიან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შესაძლოა, არასწორი სიტყვა შევარჩიე, მაგრამ ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცა, რადგან ჩემზე ზეწოლა გაძლიერდა.
ზედმეტად ბევრი ფიქრი ზიანს მაყენებს, რადგან ცუდ რაღაცეებზე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები გვერდით მიდგანან, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მინდოდა.
ქუჩაში გასვლის მრცხვენია.” – ციტირებს გომეშის სიტყვებს Sport.
უნდა დავივიწყოთ და შანსი მივცეთ კიდევ და კიდევ!ტეხავს ესეც ადამიანია და რათამაშის ჩვენებაზე მიდის ლაპარაკი როცა მთელი სტადიონი გისტვენს იმის მაგივრად რომ გაგამხნევონ და თავდაჯერებულობა შეგმატონ, გულშემატკივარის ბრალია პირველ რუგში