ლონდონის “არსენალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფლეიმაიკერის პერსონალურმა მწვრთნელმა, ხუან ფერანდომ “ONA FM”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სესკს ძალიან სურს თავის ყოფილ კლუბში ასპარეზობის გაგრძელება. ეს კიდევ ერთი გაჟღერებაა ესპანელის იმ სურვილისა, რომელიც მას უკვე კარგა ხანია აწუხებს.
ამასთან ერთად ფერანდომ ისაუბრა ფაბრეგასის ტრავმაზე, რომელიც მან “პრემიერ ლიგის” მატჩში, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ მიიღო და აღნიშნა, რომ კატალონიელის თამაში მშობლიური კლუბის წინააღმდეგ სავსებით შესაძლებელია: “სესკის ტრავმა არ არის სერიოზული. მას მხოლოდ და მხოლოდ 10 დღე გაუცდება. შეიძება ითქვას, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იგი მოახერხება “ნოუ კამპზე” თამაშს.”
