კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ მას არ აღელვებს “ბარსას” მოთამაშის ხერარდ პიკესა და ცნობილი კოლუმბიელი მომღერლის შაკირას ურთიერთობა. როსელის თქმით ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, უკვე საკმაოდ მომწიფებული და სრულყოფილია, რათა არ დაუშვას შეცდომა:
” მე არ ვღელავ პიკესა და შაკირას ურთიერთობაზე. პიკე კარგად აკონტროლებს თავისი ცხოვრების ყველა ნაბიჯს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ “ბარსას” ფეხბურთელი ბედნიერი იყოს და პიკეც ბედნიერია. ვფიქრობ, ეს პიკეს თამაშზე ცუდ გავლენას არ მოახდენს. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ნორმალურია, იმიტომ რომ ეს გოგონა ძალიან ცნობილია,” დაასრულა სანდრო როსელმა.
