workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი: “ერთადერთი პრობლემა “ბარსელონაში” ჩემთვის გვარდიოლა იყო”

იბრაჰიმოვიჩი: “ერთადერთი პრობლემა “ბარსელონაში” ჩემთვის გვარდიოლა იყო”

“ბარსელონას” ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად “მილანშია” არენდის წესით განათხოვრებული პრესასთან საუბრობს “ბარსელონაზე” და პრობლემებზე, რომელიც მას ხოსეპ გვარდიოლასთან ჰქონდა.  

“მე მივხვდი, რომ ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს. პირველი 6 თვე “კამპ ნოუზე” ყველაფერი ჩემთვის და გუნდისათვის კარგად მიმდინარეობდა, მანამ , სანამ საქმეში “ფილოსოფოსი” არ ჩაერთო”.

“ერთადერთი პრობლემა სწორედ ხოსეპ გვარდიოლა იყო. ფანებთან მიმართებაში ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა მე მათთან და მათ ჩემთან. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ეს ყველაფერი “ფილოსოფოსის” ბრალი იყო”.

“როდესაც მოტივირებული არ ხარ, ძნელია ითამაშო კარგად. მწვრთნელი სწორედ ამისთვის არსებობს. ჟოზე მოურინიო ისეთი მოტივაციის წყარო იყო, რომ მოედანზე მზად ვიყავი “მომეკლა” ოპონენტი”.

“რაც შეეხება გვარდიოლას, იგი ვალდებულია გამონახოს საერთო ენა ფეხბურთელთან, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, როდესაც მასში 70 მილიონ ევროს იხდი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში