workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ვარჯიშს დაუბრუნდა

მესი ვარჯიშს დაუბრუნდა

გუშინ ლეო მესი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა, რადგანაც იგი სპორტდარბაზში იმყოფებოდა და თავის მხრივ იქ ვარჯიშობდა. დღეს დილას “სიუდად ესპორტივაზე” ლეო მესი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. 

გუნდი კვლავ ისეთი შემადგენლობით ვარჯიშობდა როგორც გუშინ, ამას დამატებული ლეო მესი. კვლავ არ იმყოფებოდნენ ვარჯიშზე ხეფრენი, ვალდესი, ჩავი და პუიოლი. მათ კვლავ ტრავმა აწუხებთ. სამაგიეროდ მეორე გუნდიდან იმყოფებოდნენ ტიაგო, მინიო და მონტოია. 

გუნდი კვლავ ემზადება “მალიორკასთან” შეხვედრისათვის. ეს იყო ბოლოს წინა ვარჯიში “მალიორკაში” გამგზავრებამდე. ბოლო ვარჯიშს გუნდი ხვალ გამართავს დილით ადგილობრივი დროით 11 საათზე, კვლავ “სიუდად ესპორტივაზე”.

უშუალოდ შაბათს დილას გუნდი გაემგზავრება “მალიორკაში”. ფეხბურთელები დელეგაციასთან ერთად სასტუმროში დაბინავდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში