workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
24 –ე ტურის სიმბოლური ნაკრები

24 –ე ტურის სიმბოლური ნაკრები

დასრულდა 24 –ე ტურის ესპანეთის ჩემპიონატისა. ტური სოსიედადისა და “მალიორკას” მატჩმა დაასრულა, სადაც “რეალმა” 1:0 სძლია უმძიმეს ბრძოლაში ლაუდრუპის შეგირდებს.  გთავაზობთ ტურის დასრულების შემდეგ, ამ ტურის სიმბოლურს, ანუ 11 ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს თავის პოზიციაზე ამ ტურის მიხედვით.
მეკარე: დანიელ არანსუბია (“დეპორტივო”) – როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს “დეპორტივოს” კიპერმა გუნდს 1 ქულა მოუტანა, მან 94 –ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე იმარჯვა და თავით გადაგზავნა ბურთი “ალმერიას” კარში.
მარჯვენა მცველი: მატიე (ვალენსია) – იმისდა მიუხედავად, რომ მისმა გუნდმა ფრე ითამაშა “სპორტინგთან” მან მაინც კარგი შეხვედრა ჩაატარა.
ცენტრალური მცველი: კარვალიუ ( მადრიდის რეალი) – მისმა გუნდმა “ლევანტე” დაამარცხა 2:0. პორტუგალიელმა გოლის გატანა მოახერხა და დაცვაშიც საკმაოდ კარგად გაისარჯა.
ცენტრალური მცველი: დიეგო კოლოტო (დეპორტივო) – კიდევ ერთი ფეხბურთელი “ლა კორუნიელთა” გუნდიდან მოხვდა ამ სიმბოლურში.
მარცხენა მცველი: მარსელო (მადრიდის რეალი) – მარსელომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა “ლევანტეს” წინააღმდეგ.
ცენტრალური ნახევარმცველი: რაკიტიჩი (სევილია) – მან გუნდს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა ალიკანტეს “ერკულესის” წინააღმდეგ.
ცენტრალური ნახევარმცველი: ფერნადესი ( მალაგა) – “ვილიარეალმა” კვლავ ვერ იმარჯვა, ბოლო წუთებზე ეს გამარჯვება “წყალქვეშა ნავს” სწორედ ფერნანდესმა გამოჰგლიჯა.
მარჯვენა ვინგერი: რაულ გარსია (ატლეტიკო) – “ატლეტიკოს” ამ ტურში გამარჯვება კუნ აგუერომ მოუტანა, მაგრამ გარისიამაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.
მარცხენა ვინგერი: დავიდ ვილია (ბარსელონა) – მან პირველი გოლი გაიტანა “ატლეტიკის” კარში.
ცენტრალური თავდამსხმელი: როსი (ვილიარეალი) – მართალია მან ვერ გაიტანა გოლი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგად ითამაშა. 
ცენტრალური თავდამსხმელი: ლეო მესი ( ბარსელონა ) – ლეომ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა “ატლეტიკის” წინააღმდეგ, ლეომ მთლიანობაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. (ტურის მოთამაშე)  
წყობა 4 – 4 – 2 
Aranzubia
Mathie – Carvalho – Colotto – Marcelo
Garcia – Rakitich – Fernandez – Villa
Rossi – Messi 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward