workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: 20 – იბრაჰიმოვიჩი: 21

ვილია: 20 – იბრაჰიმოვიჩი: 21

გუშინდელ მატჩში ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ, დავიდ ვილიამ თავისი მეოცე გოლი გაიტანა ”ბლაუგრანას” მაისურით და ახლა იგი ერთადერთი გოლით ჩამორჩება კატალონიელთა ყოფილ ცხრიანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც მთელი გასული სეზონის განმალობაში მხოლოდ 21 გოლი შეაგდო.
ელ გუახემ 6 თვეში, 34 მატჩი მატჩში, რომელიც ”ბარსას” რიგებში ჩაატარა მოახერხა 16 გოლის “ლა ლიგაში” გატანა, 3 “ჩემპიონთა ლიგაზე”, ხოლო ერთიც “ესპანეთის სამეფო თასზე”. საშუალოდ 0.59 გოლი ერთ თამაშში.
გასულ სეზონში იბრამ 16 გოლი “ლა ლიგაში” გაიტანა, 4 “ჩემპიონთა ლიგაზე”, ხოლო ერთიც თასზე, რაც ჯერ–ჯერობით ვილიას შედეგს აღემატება, თუმცა საბოლოოდ მან 44 თამაშში მოახერხა ამ შედეგის ჩვენება და საშუალოდ ერთ მატჩში 0.48 გოლი გაიტანა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში