“ბარსელონამ” 24 ტურში შეძლო და გაიტანა 73 ბურთი ეს მაჩვენებელი შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებელია, შარშან ზუსტად ამ სტადიაზე გუნდს 4 – ით ნაკლები ბურთი ჰქონდა გატანილი, შესაბამისად 69. პროგრესი აღინიშნება ბურთების გაშვების მხრივაც. 2009/10 სეზონის 24–ე ტურისათვის “ბარსელონას” 14 ბურთი ჰქონდა გაშვებული, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი ერთით შემცირდა, ანუ წლევანდელი შედეგი არის 13 ბურთი.
რაც შეეხება ქულებს. “ბარსელონამ” შარშან რეკორდი დაამყარა ქულების დაგროვების მხრივ, მოახერხა და აიღო 99 ქულა 38 მატჩში, წელს კი 65 ქულა აქვს 24 მატჩში. კიდევ გასათამაშებელი 42 ქულა არის. შესაბამისად “ბარსელონას” აქვს შანსი დააგროვოს 107 ქულა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა მატჩში 3 ქულა მოიპოვეს კატალონიელებმა.
რაც შეეხება გოლეადორებს. წელს პირველი გუნდიდან ყველა ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი, გარდა რა თქმა უნდა მეკარეებისა და ხავიერ მასკერანოსი. სულ ყველა ტურნირზე “ბარსელონას” 11 – მა ფეხბურთელმა აღნიშნა გატანილი გოლი მეტოქის კარში.
ხოლო რაც შეეხება ბომბარდირობას, აქ არაფერი იცვლება, როგორც შარშან ასევე წელს, ლეო მესი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ამჯერად, ლეოს 25 ბურთი აქვს საკუთარ ანგარიშზე და ლიდერობს “პიჩიჩის” დავას.
