“ბარსელონას” ლეგენდამ, ხრისტო სტოიჩკოვმა ხოსეპ გვარდიოლას მიერ კატალონიურ კლუბში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. “ოქროს ბურთის” ლაურეატის აზრით, პეპი თავისი ნათელი იდეებით ყოველთვის გამოირჩეოდა.
“როცა მოქმედი ფეხბურთელი ხარ, რთულია გამოავლინო, თუ შენი რომელი პარტნიორი ჩამოყალიბდება მწვრთნელად. გვარდიოლა “ბარსას” პირველ გუნდს 18 წლის ასაკში შეუერთდა და ის სხვებისგან ნათელი იდეებით გამოირჩეოდა. თითქოს, ჩვენი სათამაშო სისტემა ზუსტად მისთვის იყო შექმნილი. ისეთი მეომრების გვერდით, როგორებიც კუმანი, ნადალი, სერჟი, ნანდო, სერნა და ალესანკო იყვნენ, პეპს ჩანაფიქრების განხორციელება თავისუფლად შეეძლო.
ნახევარდაცვაში მას ბეგირისტაინი, ბაკერო და ეისებიო ეხმარებოდნენ. წინ კი ბურთის მიღებისთვის რომარიო, სტოიჩკოვი, ლაუდრუპი, გოიკოჩეა და სალინასი მუდამ მზად იყვნენ. ასეთ გარემოში ადაპტირება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრად უფრო მარტივია, მაგრამ ეს პეპის ღირსებას არავითარ შემთხვევაში არ ლახავს. თავის ტერიტორიაზე ის ნამდვილად კარგად თამაშობდა.
მან კლუბთან ერთად მოთამაშის კარიერაშიც ბევრი ტიტული მოაგროვა. დასაწყისში, ხოსეპი თავისი იდეებით სამწვრთნელო ასპარეზზეც გამოირჩეოდა. “ბარსაში” მიღებული გამოცდილება მას ამ საქმეში დაეხმარა. ბუნებრივია, ბევრი რამ შესრულებაზეც იყო დამოკიდებული. რაც უფრო კარგი ფეხბურთელები გყავს, მით უფრო მარტივია მიზნის მიღწევა.”-ამბობს სტოიჩკოვი.
მე მჯერა რომ ვალვერდეს ბარსაც ითამაშებს ლამაზ კომბინაციურ ფეხბურთს და მატჩებს დიდი ანგარიშით მოიგებს
მსოფლიოს საუკეთესო მრწვთნელია gvardiola
ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ახსნა, თუ რატომ მიიდო თითი ტუჩებზე ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლის" (1:1) კარში გატანილი გოლის შემდეგ.
პიკემ თავის ჟესტს სარკაზმული უწოდა, "ესპანიოლის" გულშემატკივრების მხრიდან მატჩის მიმდინარეობისას მისი ოჯახის შეურაცხყოფის საპასუხოდ.
ნათელია, ფანების ასეთი რეაქცია იმას უკავშირდებოდა, რომ ამავე მეტოქესთან ესპანეთის თასის მეოთხედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პიკემ "ესპანიოლ კორნელია" უწოდა (კორნელია – ქალაქ ბარსელონას გარეუბანი).
"უპატივცემულობა? უპატივცემულობა ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფაზე ყურადღების არგამახვილებაა", – ციტირებს პიკეს სიტყვებს Football Espana.
"აი, რა არის უპატივცემულობა. მე კი ასეთი არაფერი გამიკეთებია. გოლის ასე აღნიშვნა სარკაზმია, მეტი არაფერი", – დასძინა ხერარდმა.