დღეს დილით კატალონიურმა გამოცემა “სპორტმა” გამოაქვეყნა შემდეგი სახის სტატია, ვითომ და ვიქტორ ვალდესს აწუხებს მიკრო ტრავმა და ვერ შეძლებს დღეს თამაშს “ატლეტიკის” წინააღმდეგ.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ “სპორტმა” ეს მასალი მოიპოვა, თვითონ ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ შეძლებს დღევანდელ მატჩში მონაწილეობის მიღებას. წინასწარი ინფორმაციით ვალდესმა მიკრო ტრავმა სწორედ “არსენალთან” მატჩში მიიღო და შესაძლოა ვარჯიშზე გაუმიზეზდა, სწორედ ამიტომ შესაძლოა დღეს კარის დაცვა ხოსე მანუელ პინტოს მოუწიოს.
ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია, ოფიციალური ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ–გვერდზე არ გამოქვეყნებულა. მაგრამ ფაქტია, რომ ვალდესს რაღაც აწუხებს, ყველაფერი მატჩის წინ გადაწყდება, შეძლებს თუ არა “ბარსელონას” ნომერ პირველი კიპერი კარის დაცვას დღევანდელ შეხვედრაში.
