workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ფეხზე წამოდგომის” მოლოდინში

“ფეხზე წამოდგომის” მოლოდინში

მსოფლიოში უამრავი ისეთი გუნდია, რომელიც აგებს, იგებს, ფრედ თამაშობს, ან საერთოდ არ თამაშობს, თუმცა ეს ამ გუნდისთვის, მისი გულშემატკივრებისთვის, თუ ოპონენტი გუნდის გულშემატკივრებისთვის არაფერს ნიშნავს და საერთოდ, ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენ წარმოიდგინეთ და უამრავ ასეთ გუნდთან ერთად არსებობენ ისეთი გუნდებიც, რომელთა მარცხიც, გამარჯვებაც, ფრედ თამაშიც, ან თუნდაც საერთოდ არ თამაშიც გულშემატკივრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ გახლავთ…

დამარცხება – ეს მოვლენა ამ დროისთვის ყველაზე უჩვეულოდ ალბათ კატალონიის “ბარსელონასთვის” ჟღერს. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დაუმარცხებელი არავინაა და კატალონიელებსაც ამ უცნაურად გაჟღერებული მარცხის გრძნობაც უწევთ. როგორც ჩანს, “ბარსას” მაცხით უფრო მეტად ამ გუნდის მოწინააღმდეგები ზარალდებიან, რისი მომსწრენნიც ჩვენ რამდენჯერმე გავხდით და ალბათ უახლოეს მომავალშიც გავხდებით.

გავიხსენოთ მარცხი “ერკულესთან”. ამ მატჩის შედეგი ორივე გუნდისათვის უჩვეულო გახლდათ, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. 2009/10 წლების სეზონში, კატალონიელებს საკუთარ მოედანზე მარცხი არც ერთხელ არ უგემიათ და აი, 2010/11 წლების სეზონს ჯერ სტარტი წესიერად აღებულიც არ ქონდა და “სეგუნდა დივიზიონიდან” ახალგადმოსულმა გუნდმა პეპ გვარდიოლას შეგირდები ბარსელონაში დაამარცხა. კატალონიელებმა კი წაგება ასე არ უნდაო და ზედიზედ 28 მატჩში არ დამარცხებულიან.

28 მატჩიანი წაუგებელი სერია “რეალ ბეტისმა”, “სამეფო თასის” განმეორებით შეხვედრაში შეწყვიტა. პირველი მატჩი კატალონიელებს 5–0 ქონდათ მოგებული და ამიტომაც მეორე შეხვედრას დიდი ყურადღება არ დაუთმეს, რის გამოც დაისაჯნენ. თუმცა, მათ ნაცვლად ალბათ ის 4 (5 თამაში) გუნდი უფრო დაისაჯა, რომელიც გვარდიოლას გუნდს ამის შემდეგ შეხვდა. “რასინგი”, “ალმერია” (2), “ერკულესი” და “ატლეტიკო მადრიდი” – 18 გატანილი გოლი ნული გაშვებული გოლის წინააღმდეგ. შესანიშნავი შედეგია! ამ ყველაფერთან ერთად კი დამყარებული რეკორდი. “ლა ლიგაში” ზედიზედ მოგებული 16 შეხვედრა!

ახლა შარშანდელი სეზონიც გავიხსენოთ. კერძოდ კი გავიხსენოთ მარცხი ყაზანის “რუბინთან”, რომელმაც ასე ძალიან გაახარა სხვა გუნდის გულშემატკივრები. პასუხი? – 16 მატჩიანი წაუგებელი სერია. ამ მაჩვენებლის 17–მდე გაზრდაში ხელი კატალონიელებს სევილიელებმა შეუშალეს. მათ “ბარსას” დამარცხება “სამეფო თასზე” შეძლეს. პასუხი? – ზედიზედ მოგებული 6 შეხვედრა და მხოლოდ 1 გაშვებული გოლი. მეშვიდე მეტოქე “ატლეტიკო მადრიდი” აღმოჩნდა. ამბობენ ციფრი “შვიდი” იღბლიანიაო, მაგრამ ვისთვის როგორ … მეშვიდე მეტოქე და მარცხი. პასუხი? 15 მატჩიანი წაუგებელი სერია “ჩემპიონთა ლიგის” ნახევარ–ფინალამდე. იქ პეპს ბატონი ჟოზეც ფეხბურთელები დახვდნენ და 15 მატჩიანი წაუგებელი სერიაც დასრულდა. პასუხი? – “99 ქულიანი ლა ლიგა”…

ბოლო მარცხი კატალონიელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა 16 თებერვალს, ლონდონში იგემეს. ახლა კი პასუხის დროა. პასუხის, რომელიც უვე ტრადიციად იქცა და პასუხის, რომელიც კანონზომიერების დამრღვევი არ აღმოჩნდება. თუ “ბარსას” ფეხბურთელები კანონზომიერების მსხვერპლნი უკვე გახდნენ, გაიღოს ახლა მსხვერპლი “ატლეტიკ ბილბაომაც” და მოგვეხმარნონ ფეხზე წამოდგომაში…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში