workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი: “ყოველთვის ვიქნები მადლიერი რაიკაარდის და გვარდიოლასი”

კრკიჩი: “ყოველთვის ვიქნები მადლიერი რაიკაარდის და გვარდიოლასი”

“ბარსელონას” ცხრიანმა ინტერვიუ მისცა კატალონიურ გამოცემას “სპორტ” – ს სადაც, მან ისაუბრა გვარდიოლასა და რაიკაარდზე და მან აღნიშნა, რომ ამ მწვრთნელების მადლიერი მუდამ იქნება. 

“რაც უფრო მეტს ითამაშებ მით მეტ გამოცდილებას მიიღებ და შესაბამისად უფრო კარგად ითამაშებ. ამჟამად კლუბში ჩემს მიმართებაში სულ სხვა სიტუაციაა, მე უკვე შევეჩვიე იმას, რომ ვარ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ფარ–ხმალს დავყრი,პირიქით მე უფრო და უფრო გავაგრძელებ უკეთესად ვარჯიშს და თამაშის გამოსწორებას. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ პირველ რიგში იმისათვის, რომ ხშირად მოვხვდე ძირითად შემადგენლობაში და დავამტკიცო, რომ მე ამის ღირსი ვარ და ამას ვიმსახურებ. რაც შეეხება ჩემს მწვრთნელებს, მე სწორედ რაიკაარდის დროს გამოვჩნდი და ეს უდიდეს წილად მისი დამსახურებაა, გვარდიოლას ტაქტიკასაც კარგად ვერგები. ეს ორი დიდი მწვრთნელია და ამ მწვრთნელების მადლიერი მუდამ ვიქნები, მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში