საფრანგეთის “ლიონიოს” მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა განაცხადა, რომ ასეთ “რეალს” არ შესწრევს იმის ძალა, რომ გაუწიოს კონკურენცია ასეთ “ბარსელონას”.
“ასეთ “ბარსელონასთან” კონკურენტუნაირანად თამაში ძალიან რთულია, “არსენალმა” ეს შეძლო, ვენგერის შეგირდებმა ფაქტიურად შეუძლებელი შეძლეს, მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელთა უმწვავეს შეტევებს გაუძლეს და კონტრშეტევებზეც გამარჯვება მოიპოვეს. ვფიქრობ, რომ ასეთ “ბარსელონასთან” ასეთ “რეალს” შანსი არ აქვს”.
შეგახსენებთ, რომ სულ მალე კლოდ პიუელის გუნდი წარსდება ჟოზე მოურინიოს შეგირდების წინააღმდეგ. სულ რაღაც 4–5 დღეში ჩემპიონთა ლიგის დანარჩენი თამაშები გაიმართება, სწორედ ამ დროს საფრანგეთში “რეალი” ესტუმრება “ლიონს” და შეეცდება დაარღვიოს მისთვის უსიამოვნო ტრადიცია, რომელიც მერვედფინალში მას აქვს ბოლო წლებიდან გამომდინარე.
