ორ წლინახევრის წინ გვარდიოლა გუნდის მთავარ პოსტზე დაინიშნა. თავიდან მას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ შემდეგ მან თავისი თავი ყველა “კულეს” შეაყვარა. მისი დებიუტი არ იყო წარმატებული “ლა ლიგაში”, მარცხი “ნუმანსიასთან”. ამის შემდეგ მისი სკეპტიკოსების რაოდენობამ უფრო და უფრო იმატა, მაგრამ სეზონის ბოლოს მხოლოდ და მხოლოდ დარჩნენ ის ადამიანები გვარდიოლას მიმართ სკეპტიკურად განწყობილნი, რომელსაც “ბარსელონა” არ მოსწონდათ.
გვარდიოლამ თავისი არცთუ დიდ სამწვრთნელო კარიერაში ბევრი რამ მოასწრო. მთავარი არის ის, რომ მას აქვს 100% იანი შედეგი “კლასიკოში”. 5 – დან 5, 16–2 ბურთების შეფარდება საოცარი შედეგია.
ამის გარდა კიდევ იყო შედეგი, რომლებიც აღნიშვნის ღირსია. მაგალითად “ალმერიასთან” სტუმრად გამარჯვება 0:8, ასევე კატალონიურ დერბიში გამარჯვება 1:5 და თანაც გასვლაზე. ახლა კი წარმოგიდგენთ გვარდიოლას რეკორდებს ესპანეთის ჩემპიონატში მიღწეულს.
– 16 გამარჯვება ზედიზედ, ეს “ლა ლიგის” რეკორდია (2010/11)
– 99 ქულა სეზონში, ესეც “ლა ლიგის” რეკორდია(2009/10 წლებში)
– პირველი წრის შემდეგ 51 ქულა და 62 ბურთი, ასეთი შედეგი არავის ჰქონია ისტორიის განმავლობაში ესპანეთში (2010/11)
– ყველაზე მეტი გამარჯვება სახლში 13 (2009/10 წლებში)
– 44 გატანილი გოლი გასვლაზე (2008/09)
– დაუმარცხებლად ჩატარებული პირველი წრე (2009/10)
