ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ნახევრამცველმა, ჯერ უილშირმა ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც მისი გუნდი კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს. ცნობისთვის მატჩი ხვალ თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება:
“ შარშანდელ პირველ მატჩს მე “ემირეითსზე” ვუყურე, ხოლო მეორეს ტელევიზორში, რადგან მე მაშინ “ბოლტონში” ვიყავი განათხოვრებული. მაშინ ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში, მაგრამ ახლა ამას შევძლებთ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით ბურთს, როგორც ამას მოწინააღმდეგე აკეთებდა. შარშან “ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა. რაც მათ ითამაშეს “ემირეითსზე” პირველ ტაიმში, ზუტად მასე გვსურდა ჩვენც თამაში. ახლა კი უკვე უნდა შევძლოთ და ბურთზე კონტროლი დავაწესოთ. უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და პრესინგსაც მივმართოთ, რადგანაც ჩვენ მეორე ნომრად თამაშს არ ვაპირებთ,” დაასრულა უილშირმა.
