ლა კორუნიის “დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელი, კრისტობალ პარალო “ბარსელონასთან” მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს. მას ესმის, რომ მისი გუნდის შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ დანებებას არ აპირებს და ფიქრობს, რომ თუ სწორ ტაქტიკას შეარჩევს, კატალონიელების წინააღმდეგ შანსი ექნება.
“ბარსელონა” მსოფლიო ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, თუ საერთოდ უძლიერესი არა. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთა წინააღმდეგაც აუცილებლად გუნდურად უნდა ვითამაშოთ, მოედანზე ერთმანეთს დახმარება გავუწიოთ და სრული კონცენტრაცია თამაშზე გადავიტანოთ. შეიძლება უბურთოდ ბევრი სირბილი მოგვიწიოს, მაგრამ ეს ჭკვიანურად უნდა გავაკეთოთ.
არ ვფიქრობ, რომ “ბარსა” მოახლოებული “ელ კლასიკოს” გამო ჩვენთან ძალებს არ დახარჯავს. ისინი მიჩვეულები არიან კვირაში ორი მატჩის ჩატარებას და ეცდებიან, ჩვენთან ქულების მაქსიმუმი აიღონ, რათა “რეალთან” თამაშს უფრო მშვიდად შეხვდნენ”. – აცხადებს კრისტობალი, რომელიც 1991/92 წლებში “ბარსელონაში” თამაშობდა, “დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაინიშნა.
კლასიკოს რუსეთის პირველი არხიც (ОРТ) აჩვენებს, სილკ უნივერსალიც და იდმანიც
პირალო კი არა პიტალო ხარ სუფთა
ინტერმა წააგო და ეხა ერთადერთი გუნდი მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებში ბარსელონაა ვისაც არ წაუგია ყველა ტურნირი რო ავიღოთ ერთად
ელ კლასიკო სეტანტაზე გადის ოგონდ რუსულ სეტანტაზე ვისაც მაგTის აიპი ტელევიზია გაქვთ შეგიძლიატ უყუროთ
ბაიერნმა ცეცხლზე გამატარა ბავარიის მოგება მედო ძლივს გაიტანა გოლი თამასის თითკმის მიცურულს და ძირითადი დრო დამთავრდა დამატა მსაჯმა 3 ცუთი და 93 ცუტზე პენალი დაინიშნა გავგიჯდი კინაღამ მოგებული ბილეთი ამომიღეს მეთკი და ულ რაის ვეუტუნე აუღო პენალტი შტუტგარდს და მომაგებინა სააღოლ მარა კაი ვინერვიულე რა
1991/12 რას ნიშნავს? ალბათ 1991/92 😀