“სპორტინგის” მწვრთნელმა მანოლო პრესიადომ გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“პირველ რიგში მადლობა ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდა. ჩემმა ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი გააკეთეს, რათა “ბარსელონასთან” მაქსიმუმისათვის მიეღწიათ. პირველ ტაიმში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან თანაბრად ვითამაშეთ. მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ “ბარსელონასთან” ფრეც ძალიან კარგი შედეგია. ვფიქრობ, ისეთ გუნდთან ფრე, როგორიც “ბარსელონაა” ქულაზე მეტს უნდა იძლეოდნენ სატურნირო ცხრილში. ჩვენ ფრე ვითამაშეთ გუნდთან, რომელშიც სამი ჯადოქარი თამაშობს, მესის, ჩავის და ინიესტას ვგულისხმობ”.
“გუნდი ახლა კარგ ფორმაშია, ვფიქრობ ერთი თვის წინ ,რომ შემდგარიყო ეს მატჩი 1:6 წავაგებდით”.
