გუშინ “სიუდად ესპორტივაზე” შედგა კიდევ ერთი ვარჯიში. კატალონიელები გულმოდგინეთ ემზადებიან დღევანდელი მატჩისათვის, რომელიც “სპორტინგის” წინააღმდეგ გაიმართება.
გუშინ პუიოლის და ხეფრენის გარდა ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა ვარჯიშზე. პუიოლი კვლავ ვერ ვარჯიშობს შესაბამისად მისი თამაში “სპორტინგთან” გამორიცხულია, საეჭვოა მისი თამაში “არსენალთან”, ასეთივე მდგომარეობაშია ხეფრენ სუარესიც. მისი ვარჯიშზე მიღებული ტრავმა ძალზე სერიოზული აღმოჩნდა ახალგაზრდა ესპანელისათვის.
ფეხბურთელები დღეს ბოლოჯერ შეიკრიბებიან, ამჯერად უკვე “კამპ ნოუზე” ადგილობრივი დროით 9.30 წუთზე, შემდეგ კი გაემგზავრებიან “ხიხონში”. გვარდიოლამ ამ მატჩისათვის 18 ფეხბურთელი მოამზადა და დაასახელა უკვე ის 18 – ეული, რომელიც გაემგზავრება ამ მატჩზე. ეს კი 18 კაციანი სიაა:
Valdés
Pinto
Alves
Piqué
Milito
Abidal
Maxwell
Adriano
Sergio Busquets
Mascherano
Keita
Xavi
Iniesta
Messi
Pedro
Bojan
Villa
Afellay
მატჩი დღეს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ “GmG Football”, ასევე Livetv.Ge
