“ახლა გადამწყვეტი დრო დგება. სეზონი ერთ–ერთ ყველაზე დაძაბულ მომენტში შედის. ერთი კვირის განმავლობაში სამი მატჩი გველის. სამივე მატჩი უმნიშვნელოვანესია, ორი “ლა ლიგის” და ერთიც “ჩემპიონთა ლიგის”. ჩვენ სამივე მათგანზე კონცენტრაცია გვმართებს, ორივე ტურნირზე ჩვენთვის სასურველი შედეგით უნდა დავასრულოთ მატჩები”.
“არ შემიძლია არ ვისაუბრა გვარდიოლაზე და მის კონტრაქტზე. ჩვენ გვჯეროდა, რომ იგი გაახანგძლივებდა, უზომოდ ბედნიერები ვართ. “ბარსელონა” გვარდიოლას გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჩემ კოლეგებიც ანალოგიურად ფიქრობენ. გვარდიოლა “ბარსელონას” სიმბოლოა”.
“ძალიან კარგ სეზონს ვატარებ, შესაძლოა კარიერაში საუკეთესოსაც კი. მაგრამ ის, რომ ჩემ კარში გოლები არ გადის დაცვის დამსახურებაცაა. ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან და კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. აღსანიშნავია პინტოს თამაშიც, იგი თასზე ძალიან კარგად თამაშობს და ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს გუნდისათვის”.
“რაც შეეხება ფაბრეგასს, ვიცი, რომ მას სურს “ბარსელონაში” დაბრუნება და იგი თავის საწადელს აიხდენს. იგი ადრე თუ გვიან “ბარსელონას” მაისურს კვლავ მოირგებს, ეს გარდაუვალია.
