“ბარსელონა” და სამუელ უმტიტი, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს 2018 წლამდე არ დაიწყებენ. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგ ცენტრალურ მცველს კატალონიაში ყველაფერი აკმაყოფილებს და მას მოვლენების დაჩქარება არ უნდა.
კატალონიური პრესა იმ დეტალებსაც ავრცელებს, რომლებსაც “ბარსელონა” ფეხბურთელს შესთავაზებს: კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება, ხელფასის მნიშვნელოვნად მატება და გამოსასყიდი თანხის 180 მილიონ ევრომდე გაზრდა.
23 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” მე-2 სეზონს ატარებს. მის აქტივში 58 თამაში და 1 გოლია. უმტიტის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონი ევროა.
ამ კაცზე უკეთესს ამ დროისთვის ვერავის იპოვით, ამიტომ ხელმძღვანელობავ, არაფერი მიქარო :დ
რატო სად ბარსა და სად მანჩესტერი ისტორიით ჩამოუვარდებით ბარსას თუ ბიუჯეტით
Dzalian magar gundshi da aramgonia wasvla moundes manchestershi tan jer axalgazrda. Sad manchesteri da sad barsa. Amis gamosasyidi 400 unda iyos aseve ter shtrgenia samedus da dbelesic 400
წამო უმტიტი მანჩესტერში გასინჯე პრემიერ ლიგის გემო