workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: ”მატჩი არგენტინასთან არ იყო დუელი ჩემსა და მესის შორის”

რონალდუ: ”მატჩი არგენტინასთან არ იყო დუელი ჩემსა და მესის შორის”

პორტუგალიის ნაკრების ნახევარ-მცველი, კრისტიანუ რონალდუ კმაყოფილი იყო თავისი თამაშით არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ არგენტინელებმა პორტუგალიელები ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხეს, ანგარიშით 2:1. პორტუგალიელების მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ რონალდუ გახლავთ.

”ამ მატჩში ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. მე შევძელი თავის გამოჩენა ერთხელ, თუმცა მქონდა რამდენიმე შანსი, რომ კიდევ ამეღო არგენტინელთა კარი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თამაში არ იყო დუელი ჩემსა და მესის შორის. თამაშობდნენ პორტუგალიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების გუნდები. ჩვენ ახლა გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ წავაგეთ, ვინაიდან არგენტინელები არ გამოიყურებოდნენ ჩვენზე უკეთესად.” – განაცხადა პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” ნახევარ-მცველმა, კრისტიანუ რონალდუმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში