მოსკოვის “სპარტაკისა” და არგენტინის ნაკრების მცველი, ნოკოლას პარეხა ღმერთს მადლობას უხდის, რომ ლეო მესი არგენტინელია, იტყობინება Sport.es. 27 წლის ფეხბურთელია არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრია და მას “ბარსას” ვარსკვლავ, ლეო მესისთან ერთად უწევს თამაში:
“ ჩვენ არგენტინელებს არ გვავიწყდება ღმერთისთვის მადლობის გადახდა , რომ ლეო მესი არგენტინაში დაიბადა. ლეო ყველაფერს შეუდარებლად აკეთებს. როდესაც მესის თამაში მისდის, შანსი არ არის მისი ყურებით სიამოვნება რომ არ მიიღო. 23 წლის ასაკში, იგი უკვე ფეხბურთის ისტორიის ახალ გვერდს წერს. წარმოიდგინეთ რა ელის მას მომავალში,” დაასრულა პარეხამ.
ცნობისთვის პარეხა 2008–2010 წლებში “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა, სადაც ჩატარებულ 58 მატჩში 3 გოლი გაიტანა. წლევანდელ სეზონში კი მან, “სპარტაკის” მაისურით უკვე 11 მატჩი ჩაატარა.
