გუშინ “ბარსელონამ” კიდევ ერთი ფანტასტიური გამარჯვება მოიპოვა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ 3:0. გთავაზობთ ამ მატჩის სტატისტიკას.
როგორც ხედავთ, თითქმის ყველა გრაფაში “ბარსელონა” ლიდერობს, გარდა ოფსაიდების რაოდენობისა. ორივე გუნდი 2 – 2 ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. ხოლო რაც შეეხება სეივებს. ვიქტორ ვალდესმა 4 განახორციელა, ხოლო “ატლეტიკოს” მეკარემ 5. იმისდა მიუხედავად, რომ დე ხეამ 3 გოლი გაუშვა არგენტინელისგან, იგი ერთ – ერთი საუკეთესო იყო სტუმართა რიგებში.
ხოლო რაც შეეხება ყვითელ ბარათებს, იგი 2–3 იქნა დარიგებული შესაბამისად (სურათზე შეცდომაა; ავტ). კატალონიელთა მხრიდან ისინი დანი ალვესმა და ლეო მესიმ მიიღეს, ხოლო სტუმართა მხრიდან უიფალუშმა, ტიაგომ და ვალერამ.



