დღეს (ხვალ თბილისის დროით 01:00 ) გაიმართება მატჩი “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის. ამ მატჩისადმი ინტერესი თითოეული ფეხბურთის გულშეემაკიტვარის გულში ძალზე დიდია, დღეს ნამდვილად სანახაობრივი მატჩი გველოდება, 2008/09 სეზონის 4:3 – დან მოყოლებული ამ დაპირისპირებას, საფეხბურთო “მასტერ – კლასს” უწოდებენ ხოლმე.
ძალიან ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც ამ მატჩს დიდი ხანი სულმოუთმენლად ელის. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთს კატალონია და მადრიდი დაუპირისპირდებიან, მართალია მადრიდელთა მხრიდან ეს საუკეთესო კლუბი არ არის, მაგრამ დედაქალაქი მაინც დედაქალაქია. კატალონიური კლუბი რეკორდების დამხობას აგრძელებს, ისინი მზად არიან ზედიზედ მე–16 მატჩში იმარჯვონ “ლა ლიგაში” და დაამხონ დი სტეფანოს დროინდელი რეკორდი, რომელიც 60/61 წლებში დამყარდა და რომელიც 15 გამარჯვებას უდრის.
ამ ორი გუნდის არაერთი ისტორიული, დრამატული და გადამწყვეტი მატჩი გვახსოვს. 2008/09 წლების 4:3, თითოეულ “ბარსელონას” და არამარტო “ბარსელონას” გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს. მართალია, ჩვენი საყვარელი კლუბი დამარცხდა, მაგრამ ის იყო მატჩი საოცრება, მატჩი რისთვისაც ვუყურებთ ფეხბურთს, მატჩი რის გამოც გვიყვარს ეს სპორტი და მატჩი რისთვისაც ამ სპორტს ვაღიარებთ სპორტის ნომერ პირველ სახეობად. იმ მატჩში ყველაფერი იყო, დრამატიზმი, დაძაბულობა, გოლები, ლამაზი გოლები, ორთაბრძოლები და ა.შ. და რაც მთავარია და რაც ყველაზე დიდად დასაფასებელია სპორტული ჟინი, რომელიც “ატლეტიკოს” ფეხბურთელებმა გამოაჩინეს, ბოლო წლებში “ბარსელონა” შემდეგ სტილს თამაშობს, იტანს 2–3 მნიშვნელოვან გოლს და შემდეგ “აგორავებს ბურთს”, ანდაც უმალავს მას მეტოქეს, როგორც წესი “ბარსელონასთან” ასეთ მომენტში ფეხბურთელები, ანუ მოწინააღმდეგეები ტყდებიან, მაგრამ არა “ატლეტიკო”, 0:2 – ის შემდეგ მათ ძალები გამონახეს, რომ მატჩი შემოებრუნებინათ და 4:3 მოეგოთ, მართლაც ბრავო “ატლეტიკოს” და მადლობა იმ საღამოსთვის.
ასევე გვახსოვს ძალზე საინტერესო თამაში “სამეფო თასზე” 2008/09 წლებში, სადაც “ბარსელონამ” იმარჯვა. “ბარსელონას” პუიოლი და ხეფრენი დააკლდებათ, სამაგიეროდ ეყოლებათ გუნდის მთვარი ძალა, ლეო მესი, რომელსაც “ატლეტიკოს” კარში 11 გოლი აქვს გატანილი 11 მატჩში. თავის მხრივ ეს მატჩი საინტერესო იქნება ვილია – მესის და ფორლანი – აგუეროს დაპირისპირების მხრივაც.
ბოლო სამი თამაში “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” მადრიდელთა წინააღმდეგ მოგებული აქვს, 3:0, 6:1, 5:2.
ასე, რომ დღეს დავჯდეთ და ვუგულშემატკივროთ პირველ რიგში ჩვენს გუნდს და ასევე ლამაზ ფეხბურთს, რომელიც ჩვენ გვახალისებს და სასიამოვნო ხასიათზე გვაყენებს.