“წელს შესანიშნავი სეზონი გვაქვს, ამ მატჩს განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ. “ატლეტიკო” ძალიან კარგი გუნდია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ, ამიტომაც ეს თავიდან , რომ ავიცილოთ , ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ რათა 3 ქულა მოვიპოვოთ. “ლა ლიგა” – ში ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს, არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ რაც შეიძლება კარგად უნდა მივუდგეთ “ატლეტიკოს”, ბურთი ვაკონტროლოთ და ეს ნამდვილად იქნება წარმატების საწინდარი”.
“ფინალი ნამდვილად შესანიშნავი იქნება. 20 აპრილს ძალიან კარგი მატჩი შედგება. “რეალი” ძალიან კარგი გუნდია და იგი იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. როდესაც, ერთხელ დაამარცხებ გუნდს, მეორედ ორმაგად უფრო ძნელი იქნება მათთან თამაში, ჩვენ ორმაგად უფრო გაგვიჭირდება “კოპა დელ რეის” ფინალში გამარჯვება, მაგრამ ფინალის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”.
“მატჩი “ბერნაბეუზე” არ გაიმართება, “რეალი” სახლში ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენთვის პრიორიტეტულია სახლში თამაში, მაგრამ ნეიტრალურ მოედანზე ყველას ჯობს თამაში, ორივე გუნდი კარგ პირობებში იქნება. 20 – ში ნამდვილი სანახაობა გველის”.
“ფინალამდე ჯერ ადრეა. ერთ კვირაში 2 კლასიკოს თამაში მოგვიწევს და ეს არ არის ადვილი. მაგრამ დაკსკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, წინ 2 თვეზე მეტი არის მოსამზადებლად, მანამდე კი მნიშვნელოვანი მატჩები გველის”.



