ჩილეელმა თავდამსხმელმა ივან სამორანომ აქო და ადიდა ყოფილი მტერი. იგი “რეალის” რიგებს 4 წელი იცავდა (1992 წლიდან 1996 წლამდე); რა თქმა უნდა ყველა მადრიდისტასთვის “ბარსელონა” დაუძინებელი მტერია.
“კატალონიური გრანდი შეცდომებს არავის პატიობს. სეზონის დასაწყისში გვეგონა, რომ სამეფო კლუბი თავისუფლად გახდებოდა ესპანეთის ჩემპიონი, თუმცა “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.”
“ამის მიუხედავად მჯერა, რომ მოურინიოს ამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. მას შეუძლია გუნდი გააძლიეროს და ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდეს. იგუაინი დაიმტვრა. ამიტომ ჟოზეს ვინც ყავს იმათ ათამასებს. კიდევ კარგია ადებაიორი მაინც, რომ გადაიბირეს…”
