workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტომას ვერმალენი: იმედი მაქვს, “ბარსელონას” შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მალე მომეცემა

ტომას ვერმალენი: იმედი მაქვს, “ბარსელონას” შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მალე მომეცემა

სეზონის დაწყებამდე რამდენიმე შემოთავაზების მიუხედავად, ერნესტო ვალვერდემ ტომას ვერმალენი გუნდში დატოვა, იმ მიზეზით რომ სათადარიგო მცველი აუცილებლად სჭირდებოდა. თუმცა, უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ იმას, რომ ბელგიელი განუწყვეტლივ ტრავმებს იღებს და შესაბამისად, თავის მოვალეობასაც ვერ ასრულებს.

ეს, რა თქმა უნდა, თვითონ ვერმალენსაც აწუხებს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მალე შეიცვლება.

“ზაფხულში სხვა გუნდებიდან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ კლუბში მითხრეს, რომ გუნდს ვჭირდებოდი და არ უნდა წავსულიყავი. ახლა კი “ბარსელონას” მეორე გუნდშიც ვეღარ ვახერხებ თამაშს.” – აცხადებს ბელგიელი.

მიუხედავად ამისა, მას თამაშის შანსი ნაკრების მაისურით აქვს და თუ რამდენიმე წუთით მაინც მოახერხებს მინდორზე გამოსვლას და თუ კარგად ითამაშებს, “ბარსას” შემადგენლობაში ადგილის დაბრუნების შანსი ექნება.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ თამაშს მოვახერხებ. მწვრთნელი მიხვდება, მზად ვარ თუ არა და ამის მიხედვით მომეცემა კლუბში თამაშის შანსი.

ისეთ გუნდს, როგორიც “ბარსელონაა”, აუცილებლად სჭირდება 4 ან 5 მცველი. ძირითადის ნებისმიერმა ფეხბურთელმა ნებისმიერ დროს შეიძლება ტრავმა ან დისკვალიფიკაცია მიიღოს, ამ დროს კი მე უნდა მოვახერხო მათი შეცვლა.

მწვრთნელს უკვე ველაპარაკე და ის კმაყოფილია იმით, რომ უკვე ვვარჯიშობ. იმედი მაქვს, ფორმას მალე დავუბრუნდები“.

ბელგიის ნაკრები 7 ოქტომბერს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ბოსნიას დაუპირისპირდება და სავარაუდოდ ვერმალენი დიდი პაუზის შემდეგ სწორედ ამ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 06 ოქტ 2017, 12:13
    #5

    აუ იმენა ეს კაცი მეცოდება ძაან!!!

  • zuriafcb
    schedule 06 ოქტ 2017, 04:34
    #4

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    არგენტინის თამაში დღესაა თუ ხვალ?


    ეხლა მიდის თამაში.პირველი ტაიმის შემდეგ 0:0

  • Guro messi
    schedule 05 ოქტ 2017, 23:45
    #3

    იერი მინა რომ მოვა ეს უნდა წავიდეს

  • Cule Is Always Elegant
    schedule 05 ოქტ 2017, 22:00
    #2

    არგენტინის თამაში დღესაა თუ ხვალ?

  • KoCheQsa
    schedule 05 ოქტ 2017, 21:57
    #1

    ცოდოა 🙁