კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ ”ლურჯ-ბროწეულისფრებს” ჯერ კიდევ არ უჩვენებიათ საუკეთესო თამაში.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ”ბარსას” გაცილებით კარგად თამაში ძალუძს.
”წელს ”ბარსელონას” აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კლუბის ისტორიის ახალი ფურცლები დაწეროს. შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.”- განაცხადა ვილიამ.
კატალონიელების ფორვარდმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიმართ: ”გვარდიოლამ არამარტო შეძლო, რომ დარჩენილიყო ”ბარსელონას” ფილოსოფიის ერთგული, არამედ მან შეკრიბა ერთნაირი საფეხბურთო თვისებებისა და ფორმირების ფეხბურთელები. ისინი ადვილად შეეწყნენ გუნდის სტილს. ფეხბურთელები შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს.”
