workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბასტოსი: “დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კატალონიურ გრანდში”

ბასტოსი: “დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კატალონიურ გრანდში”

ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველმა მიშელ ბასტოსმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა კატალონიის “ბარსელონაში”. თუ “ბლაუგრანა” მას გადმოსვლას შესთავაზებს, იგი ამას უსიტყვოდ დათანხმდება.

“ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც “ბარსაა” აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ბედნიერი იქნები თუკი ეს კლუბი შენთან კონტრაქტის გაფორმებას გადაწყვეტს. ეს რომ მოხდეს მე მათ უსიტყვოდ დავთანხმდები.” –ციტირებს 27 წლის ბრაზილიელის სიტყვებს “FootMercato”.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ბასტოსმა უარი თქვა ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგებაზე. როგორც ჩანს მას მართლაც მთელი გულით სურს გახდეს “ლურჯ–ბროწეულისფერი”; ასე რომ არ იყოს მიშელი არც მოისურვებდა “ლიონის” დატოვებას, სადაც 2009 წლიდან გამოდის და 49 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლის გატანაც მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში