მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არაა იმის წინააღმდეგი, რომ ესპანეთის თასის საფინალო მატჩის ფავორიტად არა მისი კლუბი, არამედ კატალონიის “ბარსელონა” მიიჩნეოდეს.
“არ არის პრობლემა, იყოს “ბარსელონა” ფავორიტი. ჩვეულებრივ, ნებისმიერ ფინალურ დაპირისპირებაში ფავორიტები მარცხდებიან.” –განაცხადა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ “კოპა დელ რეის” გადამწყვეტი დაპირისპირება 20 აპრილს შედგება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას კვლავ ვერ გადაუწყვეტია თუ სად ჩაატაროს ეს თამაში. ამ დროისათვის მთავარ პრეტენდენტად ქალაქი ვალენსია მიიჩნევა. მაგრამ ფედერაცია თვლის, რომ “მესტალია” არ არის იმხელა, რომ ფინალური შეხვედრის მასპინძლობა შეძლოს (55 000 ადგილი). ასევე მზად არიან სევილიელებიც, თუმცა ისინიც დასაჯდომი ადგილების ნაკლებობას განიცდიან (58 000 ადგილი). ასე და ამგვარად ჯერ არავინ იცის რა მოხდება; აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ფინალს არც “კამპ–ნოუ” უმასპინძლებს და არც “სანტიაგო ბერნაბეუ”; ეს უკვე გადაწყვეტილია.



