გუშინ “ბარსელონა” თავის არსებობის ისტორიაშიб “სამეფო თასის” ფინალში ოცდამეთხუთმეტეჯერ გავიდა. კატალონიელებს ამისათვის “ალმერიასთან” შეხვედრის გამართვა და მისი დამარცხება მოუწიათ. ამ მატჩის ირგვლივ კი რამდენიმე საინტერესო ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა…
– აქამდე ჩატარებული 34 ფინალიდან, “ბარსამ” 25–ჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.
– 20 აპრილს “ბარსა” და “მადრიდი” ფინალში ერთმანეთს უკვე მეექვსედ დაუპირისპირდებიან. აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 3–ში (1968, 1983, 1990) გამარჯვება “ბლაუგრანას” დარჩა, ხოლო 2–ჯერ (1936, 1971) მადრიდელებს.
– ადრიანო კორეიამ და იბრაჰიმ აფელაიმ გუშინ “ბარსას” მაისურით პირველი გოლების გატანა შეძლეს.
– წელს, “ბარსას” მხრიდან გოლის გატანა 22–მა ფეხბურთელმა შეძლო. ასეთი მაჩვენებელი კი “ბარსას” არასოდეს ქონია. სამაგიეროდ ქონდა მსგავსი შედეგი. 1995/96 წლების სეზონში კატალონიელების მხრიდან 20–მა ფეხბურთელმა შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.
– პინტო და კეიტა არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც წელს, არც ერთი სათასო შეხვედრა არ გამოუტოვებიათ.
– მაშერანოს მიერ გაკეთებული 100 გადაცემიდან 91-მა ივარგა, რაც გუშინდელ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მან ასევე საუკეთესო შედეგი აჩვენა ბურთის ართმევის მხრივ. მან მოწინააღმდეგეს ბურთი 13–ჯერ აართვა.
– წელს კატალონიელები ალმერიელებს 3–ჯერ დაუპირისპირდნენ. ამ 3 დაპირისპირებაში კი მოახერხეს და მათ 16 გოლი გაუტანეს, თან ისე, რომ საკუთარ კარში ერთი გოლიც არ გაუშვიათ. მოგეხსენებათ “პრიმერა დივიზიონში” გამართული შეხვედრა კატალონიელებმა ანარიშით, 8–0 მოიგეს. უნდა აღნიშნოს ის ფაქტიც, რომ ნახევარ–ფინალური ეტაპის ორი მატჩის ჯამში, ალმერიელები ანგარიშით, 8–0 დამარცხდნენ.
– უკვე 8 შეხვედრაა, რაც კატალონიური გუნდი მოწინააღდეგის კარში არანაკლებ 3 ბურთს იტანს.



