12 თებერვალს, კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “სპორტინგ ხიხონს” ეწვევა, სადაც “ლა ლიგას” მორიგი ტურის შეხვედრას გამართავს. ამ მატჩის დაწყების ზუსტი დრო კი ცნობილი დღეს გახდა…
ჩემპიონატის ორგანიზატორებმა 12/13 თებერვლის შეხვედრების ზუსტი დრო გამოაცხადეს. დღევანდელი სათასო მატჩის შემდეგ, კატალონიელები “პრიმერა დივიზიონში” “ატლეტიკო მადრიდს” დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც მათ “სპორტინგ ხიხონი” ელით. შეხვედრა “ატლეტიკოსთან” 6 თებერვალს, პირველ საათზე გაიმართება, ხოლო “სპორტინგთან” მატჩი 12 თებერვალს, 23 საათზე დაიწყება.
“სპორტინგის” შემდეგ, “ბარსას” მთელი კონცენტრაციის გადატანა “ჩემპიონთა ლიგის” მერვედ–ფინალურ შეხვედრაზე მოუწევს. 15 თებერვალს კატალონიელები ლონდონში, ადგილობრივი “არსენალის” წინააღმდეგ პირველ შეხვედრას გამართავენ, ხოლო რამდენიმე დღეში გვარდიოლას ფეხბურთელები “ლა ლიგას” დაუბრუნდებიან და საკუთარ მოედანზე “ატლეტიკ ბილბაოს” მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ 12 თებერვალს, “სეგუნდა დივზიონის 24–ე ტურში, “ბარსა ბ” “მინიესტადიზე” “კართაგენას” უმასპინძლებს. ამ მატჩის ზუსტი დრო კი 19 საათი გახლავთ.
“ატლეტიკო მადრიდი” – “ვალენსია”
“რასინგი” – “სევილია”
“ერკულესი” – “სარაგოსა”
“მალაგა” – “ხეტაფე”
“ლევანტე” – “ალმერია
“რეალ სოსიედადი” – “ოსასუნა”
“დეპორტივო” – “ვილიარეალი”
“ესპანიოლი” – “მადრიდი”
“მალიორკა” – “ატლეტიკი”