workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ევერესტზე – “ჩუსტებითა და შორტებით”

ევერესტზე – “ჩუსტებითა და შორტებით”

დღეს დღეობით “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მას ბადალი არ ჰყავს. მას ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო კლუბადაც მოიხსენიებენ. სეზონის დაწყების წინ ყველას ეგონა, რომ ამ კლუბს ყველაზე დიდ კონკურენციას სწორედ მადრიდის “რეალი” გაუწწევდა, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს ასე არ ხდება. “ბარსელონას” წინააღმდეგ ყველა უძლურია, არა მარტო 2 კლუბის დავაა ესპანეთის ჩემპიონატში, არამედ ლიგაში ერთი გუნდი დგავს სპექტაკლს, სხვები კი ცდილობენ მას მიბაძონ, მაგრამ უშედეგოდ. 

“ვილიარეალი”, “სევილია”, “ვალენსია”, “ატლეტიკო” “რეალი”, ნუთუ ამ გუნდებს არ შესწევთ ძალა, რომ გვარდიოლას შეგირდებს გაუწიონ წინააღმდეგობა ?? შესაძლოა ცალკე აღებულ მატჩებში ისინი ედრებოდნენ კიდევაც კატალონიურ კლუბს, მაგრამ მათ წინააღმდეგ უძლურები არიან. “ბარსელონა” არ ათამაშებს მეტოქეს, იგი მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ბურთაობს მოედანზე, მოწინააღმდეგე ფეხბურთელები ღირსეული გულშემატკივარის როლში არიან ხშირ შემთხვევაში. 

სხვაობა ახლა უკვე 7 ქულაა, მადრიდელებს სჯერათ, რომ ისინი  ამოიღებენ ამ სხვაობას მაგრამ რის ხარჯზე ? “ბარსელონა” ქულებს არ კარგავს და არც აპირებს დაკარგვას, ერთადერთი ვინც ქულებს კარგავს “ბარსელონას” ოპონენტები არიან. “7 ქულა ბევრია, მაგრამ ყველაფერი წინაა”, მართალია ყველაფერი წინაა, წინ არის კიდევ ერთი “კლასიკო”, რომელშიც დიდი შანსია კიდევ ერთხელ შერცხვენილმა დატოვოს მოედანი “მოურჯულებელმა მოურინიომ”, რომელიც “ელ კლასიკოს” შემდეგ ცოტა არ იყოს “ტკბილი” გახდა და ერიდება გამაღიზიანებელი კომენტარების გაკეთებას. 

წელს ესპანეთში და არამარტო ესპანეთში არამედ მთელს ევროპაში “ბარსელონას” წინააღმდეგ ყველა უძლურია. კატალონიური გამოცემა “სპორტი” წერს, თუკი არ შეგიძლიათ მათთან თამაში, რატომ ცხადდებით მატჩზე ?

და რატომ ეძებთ მატჩის შემდეგ გასახდელს და მიექანებით მისაკენ სწრაფად, ისე როგორც არასდროს. ეს კლუბი უძლეველია, მისი დამარცხებას ამჟამად ვერავინ შეძლებს, თუნდაც მოედანზე 2 ან 3 გუნდი იყოს.

ახლა “ბარსელონას” ძალიან კარგი დრო უდგას, გუნდი აღმავლობის პერიოდს განიცდის. გვარდიოლას ეპოქა დაუვიწყარია, ესპანელებმა უკვე გამოსცადეს თავის თავზე კატალონიელთა “დარტყმა”, ჯერი ევროპელ გრანდებზეა. სულ მალე ჩემპიონთა ლიგა აიღებს სტარტს, იქ კი ევროპის საუკეთესო გუნდები წარსდებიან საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, სწორედ მათი ჯერი დგება, “ბარსელონამ” ახლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით უნდა აჩვენოს თუ რა შეუძლია და ის ამას გააკეთებს, ის ევროპელ გრანდებს ისე დააჩოქებს, როგორც ეს “რეალს” “გაუკეთა”.

ისინი უდიდეს მწვერვალზე “ევერესტზე” იმყოფებიან “ჩუსტებითა და შორტებით”. 

კატალონიური “სპორტის” ილუსტრაცია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward